შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პირველი ჯარიმა ოზურგეთში- საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის ავტომობილის მფლობელი დააჯარიმეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აპრილი 2020

ოზურგეთში რამოდენიმე წუთის წინ, საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის პირველი მსუბუქი ავტომობილის მფლობელი დააჯარიმეს. როგორც "გურიის მოამბისთვის" გახდა ცნობილი, "კიას" მარკის ავტომობილი, აბაშიძის ქუჩაზე მოძრაობდა. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კანონდარღვევა აღკვეთა და ავტომობილის მფლობელს 3000ლარიანი ჯარიმა გამოუწერა.

საგანგებო მდგომარეობის დარღვევის პირველი შემთხვევა დაახლოებით 4 საათისთვის დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, დღეს, დღის 12:00 საათიდან საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია