შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალქალაქში სახლი გაქურდეს

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 აპრილი 2020
ახალქალაქში სახლი გაქურდეს მთავარი → სიახლე, შემთხვევა 17.04.2020 ახალქალაქში, სოფელ კულიკამში სახლი გაქურდეს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. ფოტო: jnews.geშემთხვევა დღეს, 17 აპრილს მოხდა. ამბავს jnews.ge ავრცელებს. სოფელ კულიკამში მერის წარმომადგენელმა სერგეი შირინიანმა გვითხრა, რომ სახლის მეპატრონეები საქართველოში არ იმყოფებიან.„სახლის მეპატრონე საზღვარგარეთ არის. ოჯახის ნათესავმა დღეს აღმოაჩინა, რომ სახლი გაქურდულია“,- უთხრა "სამხრეთის კარიბჭეს" სერგეი შირინიანმა.როგორც ადგილორბივები jnews-სთან ჰყვებიან, სახლიდან 15 000 ლარი და ორი დარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი წაიღეს.შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 237 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), მისი მაკომპლექტებელი დეტალის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.[მარიამ ბარძიმაძე,ახალქალაქი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია