შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

50 კგ-იანი ტომარა ფქვილი 51 ლარი იქნება - მთავრობის სუბსიდირების პროგრამა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 აპრილი 2020
50 კგ-იანი ტომარა ფქვილი 51 ლარი იქნება - მთავრობის სუბსიდირების პროგრამა მთავარი → სიახლე, საზოგადოება 20.04.2020 საქართველოს მთავრობამ „ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა. მისი განხორციელებისთვის სოფლის-მეურნეობის სამინიტროს ბიუჯეტიდან 5 200 000 ლარი გამოიყო. 17 აპრილს, საქართველოს მთავრობის N254 დადგენილების მიხედვით, „ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა“ დამტკიცდა. დოკუმენტის მიხედვით, პროგრამის მიზანია არასაფურაჟე ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება, ასევე ქვეყანაში ხორბლისა და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მარაგების შექმნის სტიმულირება.პროგრამის პირობების თანახმად, სუბსიდიის მოცულობა ანუ პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მიერ პროგრამის ბენეფიციარზე გასაცემი ფულადი სახსრები შეადგენს ერთ ტონა ხორბალზე არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.პროგრამის ბენეფიციარი ანუ პირი, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია სუბსიდირების ხელშეკრულება, ვალდებული იქნება იმპორტირებული ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული პირველი ხარისხის ერთი 50 კგ-იან ტომარა ფქვილი არაუმეტეს 51 ლარად გაყიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სუბსიდიის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს.ერთ ბენეფიციარზე სუბსიდია განხორციელდება არანაკლებ 2000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალზე. სუბსიდირება განხორციელდება 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ ხორბალზე.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია