შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში არსებულ სასაფლაოებზე მკაცრი კონტროლი გაგრძელდება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 აპრილი 2020

კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სასაფლაოებზე კონტროლს სამართალდამცველები და სოფლებში მერის წარმომადგენლები აკონტროლებენ.

მისი განმარტებით, აღნიშნული მიმართულებით მკაცრი კონტროლი კვლავ გაგრძელდება.

,,პოლიციასთან ერთად სასაფლაოებს აკონტროლებენ სოფლებში მუნიციპალიტეტის მერების წარმომადგენლები. მსგავსი კონტროლი გაგრძელდება პერმანენტულად და ნებისმიერი დარღვევის შეთხვევაში ამაზე იქნება მკაცრი რეაგირება. მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ გაითვალისწინა ის რეკომენდაციები, რაც გაცემულია. ისინი ცდილობენ წესები მაქსიმალურად დაიცვან, რომ კახეთმა ,,მწვანე ზონის” სტატუსი შეინარჩუნოს”,– განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია