პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია მთავარის ეთერში კორონავირუსთან ბრძოლაზე ისაუბრა.
"ბევრი კათედრა გავიდა ჩვენი კლინიკიდან, მაგრამ, პირობას ვიძლევი, რომ არცერთი არ დაბრუნდება. ბევრი შეშინებული წავიდა, ექიმი, და მშიშარა ექიმთან ურთიერთობა ძალიან ძნელია. ჩემს კლინიკაში, დაწყებული სანიტრიდან, დამთავრებული რამოდენიმე კათედრის გამგით, უთოფო გმირები არიან. ეს უსუსური ქალბატონები, თუნდაც ასაკიანი, რომელთაც ვთხოვე დაეტოვებინათ კლინიკა, არ წავიდნენ და 14 დღე იქ არიან. რამოდენიმეს შეეშინდა და წავიდა სხვა კლინიკაში. ყველა ამას ვერ გადალახავს. მოწყვლადი ჯგუფი დარჩა ინფექციონისტების."