ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში, გულიაშვილების ოჯახში 100-მდე ხატს მირონი, ჯვარცმას და ღვთისმშობლის ხატს კი, სისხლი სდის.
გიორგი გულიაშვილის თქმით, ხატებმა მირონდენა გასულ წელს სულთმოფენობის დღესასწაულის შემდეგ დაიწყეს. თავდაპირველად მირონდენა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს დაეწყო, ხოლო შემდეგ სახლში არსებულ ყველა ხატს გადაედო.
გიორგი გულიაშვილი აღნიშნავს, რომ გარდა მირონისა, აღდგომის დღისით იესოს ჯვარცმას და ღვთისმშობლის ხატს სისხლდენა დაეწყო.
,,პეტრე-პავლობის მარხვა იყო სულთმოფენობის დღესასწაული ხატებმა მირონდენა რომ დაიწყო. თავდაპირველად 1 ხატს დაეწყო და შემდეგ ნელ-ნელა ყველა ხატს გადაედო. მირონი სდის საეკლესიო კუთხეში მოწყობილ და კედელზე გაკრულ 100-მდე ხატს. ხატებთან ახლოს, კედელზე მირონდენა ჯერ მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს დაეწყო. მას შემდეგ გაუჩერებლად სდის მირონი ხატებს. აღდგომის დღესასწაულზე კი ჯვარცმას და ღვთისმშობლის ხატს სისხლდენა დაეწყო”,- განუცხადა knews.ge-ს გიორგი გულიაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მან სასულიერო პირებს უკვე მიაწოდა ინფორმაცია.
,,სასულიერო პირებს მაშინ გავაგებინე ამ საკითხზე, როცა ხატებმა მირონდენა დაიწყო. ერთი ხატი ეკლესიაში წააბრძანეს, თუმცა იქ მიტანისას მირონდენა შეწყვიტა და უკან დავაბრუნეთ სახლში. ხატების სანახავად და სალოცავად სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან როგორც მოქალაქეები, ისე სასულიერო პირები მოდიან’’,- განაცხადა გიორგი გულიაშვილმა.
ვიდეო იხილეთ ამ ლინკზე:
https://www.facebook.com/100024912833148/videos/681236509383437/