სამცხე-ჯავახეთი
რა შემთხვევაში მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებულებს ‘პლაქვენილით’ – თენგიზ ცერცვაძის განმარტება
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
21 აპრილი 2020
რა შემთხვევაში მკურნალობენ კორონავირუსით ინფიცირებულებს ‘პლაქვენილით’ – თენგიზ ცერცვაძის განმარტება
მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 21.04.2020
თბილისის ინფექციური საავდამყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ტყუილია ის ფაქტი, რომ საქართველოში პრეპარატ „პლაქვენილით“ უსიმპტომო პაციენტებს მკურნალობენ.
„პლაქვენილს უნიშნავენ მხოლოდ საშუალო სიმძიმის, განსაკუთრებული სიმძიმის და მძიმე ავადმყოფებს. პრეპარატი საპროფილაქტიკოდ არ ინიშნება, კატეგორიუალდ წერია რომ არ უნდა იყოს გამოყენებული, რადაგან მას საპროფილაქტიკო დანიშნულება არ აქვს. თუ ჩვენ ასე არასწორად ვმკურნალობთ, მაშინ რატომ არის საქართველოში მილიონ მოსახლეზე ერთი გარდაცვილი და ამერიკაში დაახლოებით 150 ? ჩვენთან გარდაიცვალნენ მხოლოდ ის პაციენტები, რომლებიც იყვნენ 72–დან 86 წლამდე, თანმხლები დაავადებით“,–აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.როგორც, ცერცვაძე ამბობს „პლაქველინს“ გამოიყენებენ, მხოლოდ მაღალი ტემპერატურის და კომპიუტერული ტომოგრაფიის შედეგად ნაჩვენები ორმხრივი პნევმონიის დროს. „ჩვენთან მართვითი სუნთქვა 408 პაციენტიდან ჯერჯერობით დასჭირდა 11 ავადმყოფს. ვფიქრობ, რომ ესეთი განვითარება დაავადების, როდესაც მათ შორის ძალიან მძიმე და ხანდაზმული ავადმყოფები, არ მიგვყავდა მართვით სუნთქვის საჭიროებამდე და მანამდე დგებოდა მათი გამოჯანმრთელბა, აქაც ერთ–ერთი და არა ერთადერთი სწორედ „პლაქველინის“ დამსახურებაა“, – განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე ცერცვაძემ.მისი თქმით, საქართველო სულაც არ არის კონცენტრირებული მხოლოდ „პლაქველინზე“. „ჩვენ დიდი წარმატებით გამოვიყენეთ პრეპარატი „ტოცინიზუმაბი“ მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ. ეს ძალიან ძლიერმოქმედი მედიკამენტია და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ინიშნება. აგრეთვე ყველა სიახლის საქმის კურსში ვართ და ვცდილობთ საქართველოში ერთ–ერთმა პირველებმადავნერგოთ ნებისმიერი ინოვაცია, ეს იქნება ახალი მედიკამენტი თუ მკურნაბლობის ახალი მეთოდი. მაგალითად ჩვენ ვმუშაობთ ახლა კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ავადმყოფის პლაზმის გადასხმაზე, როგორც სამკურნალო საშუალებაზე“,–თქვა ცერცვაძემ. თენგიზ ცერცვაძის თქმით, დღევანდელი ბრიფინგით, ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს ზურაბ გურულს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა რომ საქართველოში „პლაქვენილით“ უსიმპტომო პაციენტებს მკურნალობენ.„ეს არის მტკნარი სიცრუე“ – განაცხადა ცერცვაძემ.17 აპრილს ზურაბ გურულმა „ფეისბუკზე" დაწერა: „თბილისელო კოლეგებო, არ ვიცი რომელმა თქვენგანმა შეიმუშავეთ პროტოკოლი, მაგრამ უსიმპტომო, ჯანმრთელი ახალგაზრდებისათვის (ძველგაზრდებისათვისაც), რომელთა CT ნორმალურია და დაავადება პრაქტიკულად უჩინრად მიმდინარეობს, პლაქვენილის დანიშვნა არის აბსოლუტურად მიუღებელი.პლაქვენილს აქვს თავისი განსაკუთრებული დანიშნულება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საპროფილაქტიკო.კორონავირუსით ინფიცირებულების "პლაქველინით" მკურნალობის შესახებ, განცხადება ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრმა 21 მარტს გაავრცელა.მოგვიანებით, რამდენიმე მედიასაშუალებამ დაწერა, რომ აფთიაქებში პრეპარატის დეფიციტი გაჩნდა და პრობლემა შეექმნა იმ ადამიანებს, რომლებიც "პლაქველინს" სხვა დაავადების გამო სვამდნენ.მედიკოსების განმარტებით "პაქველინის" თვითნებურად მიღება დაუშვებელია, რადგან პრეპარატს გვერდითი მოვლენები აქვს.[ნუკა სტეფნაძე]