შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აფთიაქების და სასურსათო მაღაზიების პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება - ტიკარაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 აპრილი 2020

ჯანდაცვის მიისტრის განცხადებით, აფთიაქების და სასურსათო მაღაზიების პერსონალს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პროცესის დაწყების თარიღზე მსჯელობა ჯერ არ დასრულებულა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალგორითმის დამატებით ჯგუფებზე მუშაობა. ჯერჯერობით შეთანხმება არ არის მიღებული, თუმცა იმის მიხედვით როგორც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი გახსნითი ღონისძიებების დაშვება და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ აფთიაქებსა და სასურსათო მაღაზიებში გაიზრდება ბენეფიციარების ნაკადი, ისინი შევლენ ამ ტესტირების ჯგუფში, თუმცა ჯერჯერობით ვადას ვერ დაგისახელებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია