შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ზიარების კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი’ – გიორგი გახარია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 აპრილი 2020
‘ზიარების კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი’ – გიორგი გახარია მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 24.04.2020 საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ინფიცირების გავრცელების საშუალებას ზიარების კოვზიც წარმოადგენს. გიორგი გახარიას ზიარების კოვზთან დაკავშირებით ტელეკომპანია "პირველმა" დაუსვა, ჟურნალისტმა იკითხა, არის თუ არა ზიარების დროს გამოყენებული საერთო კოვზი ინფიცირების წყარო და საჭიროა თუ არა სამეცნიერო კვლევა ამის დასადგენად.„ეს აშკარაა, რომ ისევე როგორც ყველა სახის დისტანცია არის ერთადერთი საშუალება დღეის მდგომარეობით ამ ინფექციისგან თავის დაცვის, რა თქმა უნდა, კოვზიც არის ინფიცირების უდიდესი რისკის შემცველი,“, – განაცხადა გახარიამ. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ საჭიროა სამეცნიერო კვლევა, რომ დაადგინოს ზიარების კოვზი არის თუ არა ინფიცირების წყარო. [ნუკა სტეფნაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია