გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ლელობურთი წელს შუხუთის ნაცვლად ბელარუსში გაიმართა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 აპრილი 2020

ქართული ლელობურთი საზღვრებს გასცდა: წელს შუხუთის ნაცვლად... ბელარუსში

მოგეხსენებათ, კორონავურსის გამო, ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში ტრადიციული სააღდგომო ლელობურთის თამაში წელს არ გაიმართა. როგორც ჩანს, საუკუნოვანი ქართული თამაშობა საერთაშორისო მასშტაბებს იძენს, რისი დასტურიც გახლავთ ის, რომ ქართული ლელო წელს ბელარუსის ქალაქ ბრესტში ითამაშეს.

აი, რას ამბობს ამ იდეის ერთ-ერთი ორგანიზატორი კირილ მასლაკოვი, რომელიც ბელარუსული რაგბის კლუბის "უნიას" წარმომადგენელია.

„2014 წელს რაგბის ტურნირზე საქართველოში გახლდით ჩასული. გავიცანით ბევრი სახელგანთქმული მორაგბე. შემდეგ ამ მოგზაურობასთან დაკავშირებით. ფილმიც გადავიღეთ, რომელშიც ფართოდ გავაშუქეთ ქართული ტრადიციული თამაშის ლელობურთის ისტორია. ყოველთვის დიდი სურვილი მქონდა, რომ ეს თამაში ჩვენთანაც ჩაგვეტარებინა და წელს ეს მოვახერხეთ.

ვეცადეთ, ყველაფერი ისე გაგეკეთებინა, როგორს საქართველოშია. 16-კილოგრამიანი ბურთი ხელით შევკერეთ, გავტენეთ ქვიშითა და ნახერხით, როგორც ამას ქართველები აკეთებენ. ეს იყო პირველი მცდელობა ლელობურთის თამაშის, ამიერიდან ვეცდებით ტრადიციული ხასიათი მივცეთ და ყოველწლიურად ვითამაშოთ.

- რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ლელობურთი?

- საქართველოში არის ლეგენდა, რომ სწორედ ქართული ტრადიციული ლელობურთი არის თანამედროვე რაგბის ერთ-ერთი წინამორბედი. ეს თამაში უკვდავ ქართულ პოემა „ვეფხისტყაოსანშიც“ არის მოხსენიებული, რომელიც შოთა რუსთველმა XII საუკუნეში დაწერა.

საუკუნეზე მეტია საქართველოს ერთ-ერთ რაიონში, გურიაში, ლელობურთს ტრადიციულად ყოველი აღგომის დღესასწაულზე თამაშობენ. სამწუხაროდ, არასდროს არ მომეცა საშუალება ადგილზე დავსწრებოდი ამ თამაშს და ცოცხლად მენახა იგი. წელს გაჩნდა იდეა, რომ აღდგომას ლელო ბრესტში გვეთამაშა და ისე გამოვოდა, რომ ლელობურთი წელს არ გაიმართა საქართველოში, სამაგიეროდ ჩატარდა იგი ჩვენთან ბრესტში.

გვინდა, ეს ჩვენც ტრადიციად ვაქციოთ, გაისად უფრო მასშტაბური დღესასწაულის მოწყობას ვგეგმავთ, დავპატიჟებთ ბევრ ხალხს და ვითამაშებთ ლელობურთს.

წყარო: www.lelo.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია