გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"გუშინდელი პრეზენტაცია იყო პროპაგანდა"- მელია ანტიკრიზისულ გეგმაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 აპრილი 2020

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, ხელისუფლების მიერ გუშინ წარდგენილ ანტიკრიზიუსლ გეგმას მწვავედ აკრიტიკებს.

ენმ-ს ლიდერის განცხადებით, ის რაც მმართველმა პარტიამ გუშინ იკადრა, ივანიშვილსა და მის გუნდს, ბოლო რვა წლის განმავლობაში არ უკადრებია საზოგადოებისთვის.

მელიას თქმით, გახარიას მერ წარდგენილ გეგმაში საგანგებო ბიუჯეტი არ არის. მისი განცხადებით, გუშინდელი პრეზენტაცია პოროპაგანდა იყო:

"უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში როგორი ტყუილი არ მოგვისმენია ხელისუფლების მხრიდან, რა ფუჭი დაპირება არ გაუცია მილიარდერს და მის გუნდს საზოგადოებისთვის, დაწყებული 5 მილიონით თითო სოფელს, გაგრძელებული უფასო ფულით და ა.შ. ეს ჩემზე კარგად მოგეხსენებათ და დროს არ დავკარგავ, მაგრამ ის, რაც მათ იკადრეს, გუშინდელ დღემდე არ უკადრებიათ არც საკუთარი თავისთვისაც და რაც ყველაზე მტკივნეულია, არ უკადრებიათ საზოგადოებისთვის.

სამართლიანობისთვის უნდა ვთქვა, მილიარდერის წარმომადგენელმა, ბატონმა გახარიამ ყველა არ მოატყუა და ამას მე აქ არ ვამტკიცებ. არ მოატყუა ყველა იმიტომ, რომ უბრალოდ, ძალიან ბევრი საზოგადოებრივი ფენა და კატეგორია, რომელიც დახმარების მოლოდინშია, საერთოდ არ უხსენებია, სათვალავში არც კი ჩააგდო და შესაბამისად, ვერც კი მოატყუებდა. ეს არის ენითაუწერელი კადნიერება, რაც გუშინ გახარიამ აკადრა საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის ლიდერის თქმით, ხელისუფლებას პრობლემების მოგვარების მთავარი ფუნდამენტი - საგანგებო ბიუჯეტი არ აქვს:

"გუშინ, მთელი ერთი საათის განმავლობაში ბატონი გახარია საუბრობდა ციფრებზე, რიცხვებზე, შავი თეთრად გაასაღა, პირველი კაცი - ბოლოდ და პირიქით, და თურმე არ ჰქონია ამ ყველაფრის საფუძველი, მთავარი - არ ჰქონია, არ აქვს და მინიმუმ კიდევ ერთი თვის განმავლობაში არ ექნებათ ბიუჯეტი და ეს თავადაც განაცხადეს. საგანგებო ბიუჯეტი არ არის! სად არის ის ყბადაღებული 3,5 მილიარდი? - არ არის, არ არსებობს ხალხო!

დღეს 24 აპრილია, ანუ მინიმუმ ერთი თვე არანაირი დახმარების გაცემას არ აპირებენ! არადა გუშინ ისე ისაუბრეს, თითქოს დაიწყეს დახმარებების გაცემა!

გუშინდელი პრეზენტაცია თავიდან ბოლომდე პროპაგანდა იყო და ემსახურებოდა თავიანთი ძირითადი ნაკლოვანებების რამდენიმე დღით გადაფარვას, თუმცა ამან რამდენიმე დღეც ვერ გასტანა და უკვე ყველამ ვიცით რასთან გვაქვს საქმე"- აღნიშნა სპეციალურ ბრიფინგზე ნიკა მალიამ.

მისი თქმით, საგანგებო ბიუჯეტის არდამტკიცება ნიშნავს, რომ "მაისის ბოლომდე ეს დახმარება ვერავისთან ვერ მივა".

"ეს დახმარება ვერცერთი ოჯახის კარამდე ვერ მივა. სამაგიეროდ, ბიუჯეტი დამტკიცებულია ბატონი ღარიბაშვილისთვის, რომელიც ჩვენი, თქვენი და ხაზინის ფულით 6 000 ლარის ოდენობით მაჯის საათებს ყიდულობს"- თქვა ენმ-ს პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა.

ნიკა მელია ამბობს, რომ ხელისუფლებამ საერთოდ "ამოშანთა" სოფლად მცხოვრები ადამიანები მოსახლეობის რიგებიდან.

"ძვირფასო ხელისუფლებავ, სოფლად მაცხოვრებელ ადამიანებს ადამიანებად არ თვლით, მათ აღარ შიათ?! სამსახური არ უნდათ, სასოფლო დასახლებებში 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და არცერთი სიტყვით თქვენ არ გიხსენებიათ ისინი. სათვალავშიც არ ჩააგდეთ და არ შესთავაზეთ არცერთი ინიციატივა. არადა, როგორც არასდროს, სასოფლო დასახლებაში მცხოვრებლებს დღეს სჭირდებათ დახმარება. როგორც არასდროს გლეხს დღეს სჭირდება შეხიდება. როგორც არასდროს დღეს სჭირდება სოფლის მეურნეობას შხამქიმიკატები, სასუქი, პესტიციდები და ბევრი სხვა, რომ საბოლოო ჯამში სოფლის მეურნეობის პროდუქტები მოიყვანონ, მაგრამ ეს ადამიანები ერთი სიტყვითაც კი არ გიხსენებიათ.

სად არის აგრივაუჩერები, რომელზეც ოპოზიციაში ყველანი ვსაუბრობდით? - მოსახლეობის მინიმუმ მილიონნახევარს არაფერი უთხარით - ​"ხვიშტიო" ასე უთხარით!

ძვირფასო ხელისუფლება, ძალიან მინდა, საზოგადოებას ავუხსნა, რა აკადრეთ თქვან თვითდასაქმებულებს. 840 000 თვითდასაქმებული გვყავს დღეს ქვეყანაში და გახარია გამოვიდა და თქვა, შემდეგი რომ თვითდასაქმებულები მიიღებენ ოთხჯერ ნაკლებ დახმარებას ვიდრე დასაქმებული. რატომ?! ამ განტოლებას ვერავინ ხსნის, რადგან არ ამოიხსნება!"- დასძინა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის წარმომადგენელი განმარტავს იმასაც თუ რატომ არ შეამოქვს ხელისუფლებას ბიუჯეტი, მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებითაც მოიტყუა.

"840 000 თვითდასაქმებულისთვის, 75 მლნ ლარი გამოვყავიო. არადა ეს თანხა საკმარისია მხოლოდ 240 000 თვითდასაქმებულისთვის. 60 000 უბრალოდ მოიტყუეს! თვითდასაქმებულებს ეუბნება, ე მანდ, თქვენ მოიტანეთ ცნობა, რომ თქვენ მუშაობთ... ეს არის კიდევ ერთი ცინიზმი"- განმარტავს მელია.

ენმ-ს ლიდერი ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას არცერთი სიტყვა არ უთქვამს, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ადამაინებზე, სტუდენტებზე, სამშობლოში "ვაი-ვაგლახით" დაბრუნებულ ემიგრანტებზე, რომლებმაც სამსახური დაკარგეს არ უთქვამს. მელიას თქმით, გახარიას არაფერი უთქვამს დევნილებზე.

გამოსვლის ბოლოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხელისუფლებას მიმართა:

"ხელისუფლებას არანაირი ბიუჯეტი არ აქვს, და როგორც მინიმუმ ისინი ერთი თვე არ აპირებენ მის დამტკიცებას. ასე რომ, ძვირფასო ხელისუფლებავ, დასხედით, ყველა საზოგადოებრივი ჯგუფი და კატეგორია გაითვალისწინეთ და კეთილი ინებეთ და ანგარიში ჩააბარეთ საზოგადოებას უახლოეს დღეებში და შემდეგ სასწრაფო წესით შემოიტანეთ ბიუჯეტი პარლამენტში დასამტკიცებლად, თუ ამის თავი საერთოდ გაქვთ"- განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია