შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ჩემი ბრალია, სპეცრაზმმა თავის გაკონტროლება ვერ შეძლო- მერაბიშვილი 26 მაისის აქციის დარბევაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 აპრილი 2020

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გადაცემაში "მთავარი აქცენტები" 26 მაისის აქციიდ დარბევაზე საუბრობს.

იგი აცხადებს, რომ სპეცრაზმის მხრიდან გამოჩენილი სისასტიკე და დაკავებულები ადამიანების ხელკეტებით ცემა პირადად მისი ბრალია. მერაბიშვილი ამბობს, რომ სპეცრაზმელები კარგად არ იყვნენ გაწვრთნილი და თავის გაკონტროლება ვერ შეძლეს.

"ვერ შევძელი, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მოგვემზადებინა ისე, რომ კრიზისულ სიტუაციებში მათ შეძლებოდათ საკუთარი თავის გაკონტროლება. ეს მათი ბრალი არ არის, ჩემი ბრალია.მე თავს არ ვიმართლებ. ეს სპეცრაზმელები ერთი და სამი კვირის წინ მორიგეობდნენ ცხინვალთან პოსტებზე და სამ ან ოთხ თვეში ერთხელ იყვნენ თავდასხმის მსხვერპლი. ჩვენ არ გვქონდა იმდენი რესურსი, რომ ცალკე სპეცრაზმელები ყოფილიყვნენ, თუ მიტინგი ჩატარდებოდა, მომხდარიყო მათი ლოკალიზაცია და ცალკე ისინი, ვინც იქნებოდნენ ფრონტის წინა ხაზზე.სამწუხაროდ, ვერ გავზომეთ, არ გვეყო ამისთვის დრო, ენერგია, ცოდნა გამოცდილება, რომ ეს ადამიანები ისე გაგვეწვრთნა და ამას სჭირდება სპეციალური გაწვრთნა, რომ ბოლომდე დაეცვათ კანონის ნორმები და რაც მთავარია, გაეკონტროლებინათ საკუთარი ემოციები", - განაცხადა მერაბიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია