გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დღეიდან აქტიურად ვერთვები პოლიტიკაში სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება"- მერაბიშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 აპრილი 2020

ოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი გადაცემაში "მთავარი აქცენტები" აცხადებს, რომ დღეიდან აქტიურადაა პოლიტიკაში ჩართული.

მრაბიშვილის თქმით, მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს, თუ რომელ პოლიტიკურ ძალასთან ერთად გააგრძელებს თანამშრომლობას.

„დღეიდან მე ვარ გააქტიურებული. ვაპირებ, აქტიურად ვმუშაობ ისედაც არასაჯაროდ, მობილური ტელეფონის გამოყენებით… ვესაუბრები ადაიანებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამებრძოლებს . ყველა პარტიიდან, ოპოზიციური ფრთის დიდ ნაწილთან.

ჩემი ამოცანა არის, რომ ქართველ ხალხთან გაერთიანდეს ოპოზიცია და ქართველ ხალხთან ერთად შეცვალოს ეს ხელისუფლება… მე ვარ ვანო მერაბიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ამავე დროს ადამიანი, ვინც აქტიურად ჩავერთვები პოლიტიკაში...მე ერთ-ერთ პარტიაში გავერთიანდები. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს“, – თქვა მერაბიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია