სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რა ეღირება PCR ტესტის ჩატარება კერძო კლინიკებში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 27 აპრილი 2020
რა ეღირება PCR ტესტის ჩატარება კერძო კლინიკებში მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 27.04.2020 PCR ტექნოლოგიით, კერძო კლინიკებში კორონავირუსის ტესტის ღირებულება, სინჯის აღების გარეშე, 150 ლარი იქნება. იმ შემთხვევაში კი, თუ ტესტს კერძო კლინიკას სახელმწიფო მისცემს, მაშინ ეს ფასი 100 ლარით შემცირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, შესაბამისი ცვლილება მთავრობის დადგენილებაში ოფიციალურად, 28 აპრილს აისახება.„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტესტი და სახელმწიფო კლინიკებში, რა თქმა უნდა, არაფერი არ ღირს მოსახლეობისთვის, ის სრულიად უფასოა. რასაც ვატარებთ ანაზღაურებს სრულად სახელმწიფო.დღეს სწორედ გაიგზავნა მთავრობაში სამინისტროს მიერ ახალი დადგენილება ანუ ცვლილება დადგენილებაში, სადაც განისაზღვრა სწორედ ტარიფი. რამდენადაც მე ვიცი, ეს ტარიფი არის 150 ლარის ფარგლებში, მაგრამ სინჯის აღების გარეშე, მხოლოდ ლაბორატორიული კვლევა. ოღონდ თუ ტესტს კერძო კლინიკას მისცემს სახელმწიფო, მას გამოაკლდება 100 ლარი. 50 ლარი კი იქნება მომსახურებისთვის, ხელფასის ანაზღაურებისთვის და ა.შ. ეს არის ტრიფი, რომელსაც ადგენს სახელმწიფო და იმედი მაქვს ეს ხვალ ოფიციალურად იქნება დადგენილი," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.მისივე თქმით, დღეს ტესტირებაში უკვე 11 ლაბორატორია მონაწილეობს. აქედან 4 არის სახელმწიფო ლაბორატორია, მათგან სამი კი სამი დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეკუთვნის.[რიმა სარუხანიან, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია