შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში დღეიდან ოთხმა აგრარულმა ბაზარმა დაიწყო ფუნქციონირება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 აპრილი 2020

თელავის, წნორისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში არსებულმა ოთხმა აგრარულმა ბაზარმა მუშაობა დღეიდან განაახლა.

რეგიონებში აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხსნება და ამასთან რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად უწევენ.

თელავის აგრარული ბაზრის დირექტორის ინფორმაციით, მუშაობის განახლებამდე სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებული რეკომენდაციების შესრულება მოუწიათ.

მერაბ თურქოშვილის განმარტებით, ბაზრის შესასვლელთან მიმდინარეობს მოსახლეობის თერმოსკრინინგი, შიდა ტერიტორიაზე პროდუქციის მყიდველების ნაკადს თავად აკონტროლებენ, ხოლო გარე პერიმეტრზე ხალხის ნაკადის დარეგულირებაში მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ეხმარებიან.

,ყველაფერი მოვაწესრიგეთ, რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოითხოვა. დახლები მოვაწყეთ, გავიტანეთ გამოუსადეგარი ნივთები. შევღებეთ დაჟანგებული რკინის ნაკეთობები”, – განაცხადა მერაბ თურქოშვილმა.

ორმა აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება დაიწყო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სადაც მანამდე მოსახლეობას მოყვანილი პროდუქტის რეალიზაციის პრობლემა ჰქონდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია