შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე სცენას ამონტაჟებენ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 დეკემბერი 2018

საქართველოს მე- 5 პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის, ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსამზადებელუ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დილიდან სახლ-მუზეუმის ეზოში სცენას ამონტაჟებენ.

როგორც knews.ge-ს ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმის დირექტორმა გურამ ურჩუხიშვილმა განუცხადა, ინაუგურაციის ღონისძიებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, სავარაუდოდ, 14 დეკემბრამდე დასრულდება.

„პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის სცენის მოწყობა უკვე დაიწყო. ფიცის დადების ცერემონია გაიმართება ერეკლე მეფის სასახლის აღმოსავლეთი ნაწილში. ინაუგურაციაში მონაწილეობას მიიღებს ჯარი. ცერემონიის გენერალური რეპეტიცია უნდა გაიმართოს 14 დეკემბერს და მოსამზადებელი სამუშაოები მანამდე უნდა დასრულდეს. ინაუგურაციაზე 1000-1200 სტუმარს ელოდებიან”, – განაცხადა გურამ ურჩუხიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი ფიცს ერეკლე მეფუა სასახლის ეზოში მდებარე ეკლესიის წინ დადებს. ინაუგურაციის ცერემონიაზე გაჟღერდება ჰიმნი. ღონისძიებაზე დაგეგმილია კახური მრავალჟამიერის შესრულებაც.

16 დეკემბერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. მოწვეული სტუმრების საზეიმო მიღება წინანდალში, სასტუმრო რედისონშია დაგეგმილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია