შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როდის გაიხსნება სტომატოლოგიური კლინიკები - მინისტრის განმარტება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 აპრილი 2020

როდის შეძლებენ სტომატოლოგიური კაბინეტები პაციენტების მიღებას – ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, კონკრეტული თარიღი შრომითი ინსპექციის სამსახურის დასკვნის შედეგად გახდება ცნობილი.

„ჩვენი მიდგომა სექტორების გახსნის კუთხით არის ეტაპობრივი. შრომითი ინსპექციის სამსახური დეტალურად სწავლობს ყველა კომპანიას და ყველა სექტორს იმ რისკებისა და საფრთხეების მიხედვით, რომელიც მათ აქვთ. გამომდინარე აქედან, საკმაოდ დიდი ჯგუფია შექმნილი, რომელიც შეისწავლის ყველა კლინიკას და ასევე ყველა სხვა დაწესებულებას, რომელიც ეტაპობრივად უნდა გაიხსნას საქართველოში. და უკვე შრომითი ინსპექციის მხრიდან მიღებული დასტურის შედეგად, თუ რომელი სექტორი რამდენად არის მზად, მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდის იქნება მათი გახსნა უკვე დაგეგმილი და გამოვაცხადებთ შესაბამის რიცხვსაც”, – განაცხადა ტიკარაძემ „პირველ არხთან” საუბრისას.

1tv

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია