გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების "დამეგობრება" ბიუჯეტს 1 349 ლარი დაუჯდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 30 აპრილი 2020

ფლანგვის დეტექტორის მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს ოზურგეთისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს შორის დადებული მემორანდუმის ხელმოწერის ღონისძიება 1 349 ლარი დაჯდა. ღონისძიება ექვთიმე თაყაიშვილის მუზეუმში გაიმართა. 

"მემორანდუმს ხელი ოზურგეთისა და ზუგდიდის საკრებულოების თავმჯდომარეებმა დავით დარჩიამ და მამუკა წოწერიამ მოაწერეს. ორი მუნიციპალიტეტის საკრებულოებს შორის მსგავსი სახის ურთიერთობა, თვითმმართველობის ისტორიაში პირველია და მრავალმხრივ თანამშრომლობას მოიცავს", - წერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებაში. 

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში (მუხლი 21) ისედაც დადგენილია, რომ მუნიციპალიტეტებს შეუძლიათ ერთობლივი საქმიანობის განხორციელება და მათი ორგანიზება. ამასთან ერთად, ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით (მუხლი 16), მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ ურთიერთდახმარების ვალდებულება.

"არ არსებობს რაიმე საკანონმდებლო მოთხოვნა მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობისთვის მემორანდუმის გაფორმების შესახებ. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება და მისი აღნიშვნა შრომის სიმულაციაა", - წერს ფლანგვის დეტექტორი. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია