საქართველოში მოქმედი ოპოზიციური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადასა და უკრაინის მოქალაქეებს, ვიცეპრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.
ერთობლივი მიმართვა რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. განცხადების ავტორების შეასებით, სააკაშვილის მმართველობისას განხორციელებული რეფორმების მსგავსი ხელს შეუწყობს უკრაინის განვითარების დაჩქარებას, რეგიონის წინსვლას და დემოკრატიულ პროგრესს.
"ნიუპოსტი" მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადა ახალი ქართული სახელმწიფოს დაფუძნებისისტორია უკრაინის სახელმწიფოს მიერ აღიარებით და მხარდაჭერით იწყება.
მრავალი წელია, რაც საქართველო და უკრაინა არიან სტრატეგიული პარტნიორები და ერთად იბრძვიან თავისუფლებისთვის საერთო გამოწვევების წინააღმდეგ. საქართველოს და უკრაინას აქვთ ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსი ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრაციის თვალსაზრისით.
ქართველ ხალხს ახსოვს უკრაინელი ხალხის თანადგომა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, ჩვენ გვახსოვს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აფხაზეთში 1992-93 წლებში; დაუვიწყარია თანადგომა 2008 წელს - რუსული აგრესიის დროს და უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად.
ჩვენ ყოველთვის მივიჩნევდით უკრაინელების ბრძოლას თავისუფლებისთვის ჩვენი საერთო ბრძოლის ნაწილად და უკრაინელმა ხალხმაც ნახა ქართველი ხალხის თანადგომა უკრაინის თავისუფლებისა დატერიტორიული მთლიანობის დასაცავად.