ქუთაისში, გამსახურიას ქუჩაზე მარკეტი დააყაჩაღეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას იყო სროლა.
ყაჩაღობის ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა სროლის შესახებ ინფორნაციას უარყოფენ.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ყაჩაღობის შედეგად წაღებულია თანხა 300 ლარის ოდენობით.