შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პრეზიდენტის მრჩეველ სააკაშვილს ვიცე-პრემიერზე მეტი პოლიტიკური წონა ექნება– ხუხაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მაისი 2020

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნება, მის ვიცე-პრემიერზე ბევრად მეტი წონა ექნება“,- ამის შესახებ “2020NEWAS”-ს პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვიცე-პრემიერის პოსტიდან სააკაშვილის კანდიდატურის გაწვევა ქართული მხარის მიერ ექსპრეზიდენტის კანდიდატურაზე წინააღმდეგობის გაწევას არ უკავშირდება.

“უკრაინის მიმართ ქართული მხარის გავლენა უფრო ნეგატიური იყო, ვიდრე პოზიტიური. საქართველოს მიერ უკრაინასთან დიპლომატიური ხაზების გადაკვეთა ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის უფრო გამაღიზიანებელი იყო, ვიდრე შედეგების მომტანი.

მოგეხსენებათ, რომ უკრაინაში იმ ოლიგარქიული წრეებისთვის, რომლებიც უკრაინის სისტემას ეპოტინებიან, სააკაშვილი სერიოზული დისკომფორტის შემცველია. უკრაინაში ახლა უფრო შიდა პოლიტიური ბრძოლა მიმდინარეობს. ვიზიარებ პოზიციას, რომ სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა ძალიან უცნაური იქნებოდა, მაგრამ მეორეს მხრივ, ქართული მხარის მიერ ამ ქვეყანასთან შატაჟის ენით საუბარი არ შეიძლება“,- განაცხადა ხუხაშვილმა.

ინფორმაციისთვის, უკრაინის რადას ფრაქციის “ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით ახალაიას ინფორმაციით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებაში “სხვა ფორმით“ იმუშავებს. მანამდე სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინიციატივით, ვიცე-პრემიერის პოსტზე იყო წარდგენილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია