სამცხე-ჯავახეთი
რა ტიპის შეზღუდვები მოიხსნა 5 მაისიდან
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
05 მაისი 2020
რა ტიპის შეზღუდვები მოიხსნა 5 მაისიდან
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 05.05.2020
დღეიდან, ხუთი მაისიდან დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა, უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობის განახლება შეუძლიათ სამშენებლო კომპანიებს, ასევე ნებადართული იქნება ავტოსარემონტო სამუშაოები.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვებია:► ყველა სახის სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, სამშენებლო მასალების წარმოება და სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;► ავტოტექმომსახურება და ავტოსამრეცხაოების საქმიანობა;► ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე.▪ ეხება თუ არა სამშენებლო სამუშაოების ნაწილში შეზღუდვების მოხსნა სამშენებლო მასალის რეალიზაციას?არა. რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ ონლაინ.▪ დასაშვებია თუ არა ქ. ქუთაისში და ქ. ბათუმში შესვლა და გასვლა კომენდანტის საათის დროს?არა. კომენდანტის საათის მოქმედება რჩება ძალაში.▪ დასაშვებია თუ არა ავტონაწილებით ვაჭრობა?არა. ავტონაწილებით ვაჭრობა დასაშვებია მხოლოდ ონლაინ და ავტოტექმომსახურების გამწევ ადგილას, თუ ამ მასალის გაყიდვა ავტოტექმომსახურების გაწევის შემადგენელი ნაწილია.▪ ავტოტექმომსახურების დაშვება გულისხმობს თუ არა მოტოციკლეტების, მოპედების და ველოსიპედების ტექმომსახურებასაც?დიახ.▪ ავტოტექმომსახურების ცენტრების და ავტოსამრეცხაოების მიერ სავალდებულოა, რომ დაცული იყოს შესაბამისი წესები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები და ა.შ)?დიახ.[sknews.ge]