შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისში ადგილობრივები სამართალდამცავებსა და ექიმებს დაუპირისპირდნენ

სამართალი
წყარო:  ტელეკომპანია ბორჯომი / http://borjomi.tv/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 მაისი 2020

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში ინციდენტი მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება და მცირე შეხლა-შემოხლა იმ დროს მოხდა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების კლინიკაში გადასაყვანად ერთ-ერთ ოჯახში მედპერსონალი, სამართალდამცავები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ.

არსებული ინფორმაციით, ოჯახის ახლობლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ქვებით დააზიანეს აღნიშნულ სოფელში მერის წარმომადგენლის ავტომანქანა.

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის გოგი მეშველიანის განხადებით, სოფელ მუშევანში მომხდარი ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.

როგორც მეშველიანმა განაცხადა, ინცინდენტში მონაწილე ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

„გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი, კოვიდინფიცირებული პაციენტების გაყვანის დროს, ახალგაზრდები შეესწრნენ. დეტალებს ვარკვევთ“, - აცხადებს მეშველიანი.

ამასთან გოგი მეშველიანი აცხადებს, რომ ამ დრომდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები სოფელში რჩებიან, თუმცა მათთან მიმდინარეობს კონსულტაციები.

„ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან“ -განაცხადა მეშველიანმა.


 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია