საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 17 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე ამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 604 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 240 პაციენტი.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4887, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 500 პირი.