შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში კარანტინში კორონავირუსზე სულ 292 ადამიანს გამოიკვლიეს, თუმცა კოვიდ 19 არც ერთს არ დაუდგინდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მაისი 2020

კახეთში მოწყობილი საკარანტინო სივრცეებიდან ლუგარის ლაბორატორიაში, ჯამში, 292 ნიმუში გააგზავნეს, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი. როგორც “კახეთის ხმას” ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, 292 საკვლევი მასალიდან კორონავირუსი არც ერთ შემთხვევაში არ დაფიქსირდა.

“საკარანტინე ზონებიდან ნიმუშები ყოველდღიურად იგზავნება. კარანტინს ვერც ერთი მოქალაქე ისე ვერ დატოვებს, რომელსაც კორონავირუსზე PCR მეთოდით ლუგარის ლაბორატორიაში არ გამოიკვლევენ. ეს კეთდება ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

ცნობისთვის, ყვარლის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმს ახალი კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ PCR ტესტირებით დაუდგინდა, თუმცა განმეორებითი კვლევებით „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. კახეთში, ამ საეჭვო შემთხვევის გარდა, კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულდ დადასტურებული ფაქტი არ ფიქსირდება.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია