გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"პოლიტიკურად მოუმწიფებლები" - მეუფე ანდრია ხელისუფლებას ეკლესიის სტიგმატიზირების გამო აკრიტიკებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მაისი 2020

გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია ხელისუფლებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ "განცხადებები, რომელიც ეკლესიის მისამართით კეთდებოდა სახელისუფლებო გუნდის მოუმწიფებლობაზე მეტყველებს".

მისი თქმით, პოლიტიკოსების განცხადებები ეკლესიისა და სასულიერო პირების სტიგმატიზირებისკენ იყო მიმართული.​

მეუფე ანდრიამ ხელისუფლება გააფრთხილა კიდეც და "ქართულ ოცნებას" შეასხენა, რომ "ეკლესიის მრევლი მისი ამომრჩეველია".

"ეკლესიის კლასტერის გამოყოფაზე, მე მგონი ყველაფერი გარკვეული არის. ვწუხვარ იმაზე, რომ ვხედავდით ამ დღეების მანძილზე მცდელობას და მოწოდებას ეკლესიის წევრების სტიგმატიზაციისაკენ. ვხედავდი, სამწუხაროდ, მთავარ სახელმწიფო ორგანოში, პარლამენტში და ზოგიერთი თანამდებობის პირებიდანაც, რაც მაკვირვებს მე, რადგან ამ ადამიანების ამომრჩეველი არიან ეკლესიის წევრებიც და ამგვარი შეფასება ვფიქრობ, რომ ზუსტად მათ პოლიტიკურ მოუმწიფებლობაზე მეტყველებს, - ამბობს მეუფე ანდრია.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა დღეს ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია