შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ტროლები და ბოტები ჩვენ არ გვჭირდება- კალაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 მაისი 2020

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ მმართველს გუნდს ტროლები და ბოტები არ სჭირდებათ, იმიტომ, რომ მთელი სახელმწიფო გადართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშია გადართული.

"არ ვიცი ტროლები, ბოტები, ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება და არ გვაქვს ამის საჭიროება, იმიტომ, რომ მთელი სახელმწიფო გადართულია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, იმისთვის, რომ ეს საკითხი დროულად მოგვარდეს, მოწესრიგდეს და ამ მდგომარეობიდან, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ. უბრალოდ, ისმის კითხვის ნიშანი, ვის აწყობს, ვინ არის ის ჯგუფი, კონკრეტული ადამიანები, ვინც გარკვეულ თანხებს იხდიდნენ რეკლამებში და ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ბრძოლა გაჩაღებულიყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა და ჩართულია კორონავირუსის დამარცხებაში“- განაცხადა კალაძემ.

გუშინ, 5 მაისს გამოქვეყნდა Facebook-ის ანგარიში, რომელშიც განმარტებული იყო, რომ კომპანიამ ნაციონალურ მოძრაობასთან და კოკა ყანდიაშვილის მედია ესპერსონასთან დაკავშირებული ფეისბუქგვერდები წაშალა. ფეისბუქის განცხადებით, გაუქმდა 80 გვერდი, 23 პირადი ანგარიში, 41 ჯგუფი და 9 ინსტაგრამ–ანგარიში, რომელიც გამოძიებამ ენმ-სთან ასოცირებულ ინდივიდებთან დააკავშირა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია