შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მაისი 2020
ახალციხის ‘ცხელების ცენტრში’ კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 07.05.2020 ახალციხის „ცხელების ცენტრში“ კორონავირუსი შუახნის პირს აღმოაჩნდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში ბაკურიანის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს. როგორც, კლინიკის დირექტორი გიორგი ბარძიმაძე ამბობს, პაციენტს, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა, ადგილობრივებთან შეხება არ ჰქონია, იგი 14 დღიან კარანტინს ბაკურიანში გადიოდა, საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ახალციხის „ცხელების ცენტრში“ გადმოიყვანეს.„მივიღეთ 11 ანალიზის პასუხი, აქედან ერთი დადებითია, ეს არის შუახნის პირი. ინფიცირებულმა უკვე დატოვა ჩვენი კლინიკა და გადაყვნილია შესაბამის კოვიდ კლინიკაში“, – ამბობს გიორგი ბარძიმაძე.როგორც ბარძიმაძე ამბობს, კლინიკიდან შესამოწმებლად კიდევ 11 პირის ბილოგიური მასალაა გაგზავნილი.რაც შეეხება ბორჯომის „ცხელების ცენტრს“ აქ სამი ანალიზის პასუხს ელოდებიან, როგორც კლინიკაში გვითხრეს სამივე ადგილობრივია.კორონავირუსის პირველი შემთხვევა სამცხე–ჯავახეთში 16 აპრილს დაფიქსირდა, ინფექცია ახალდაბაში მცხოვრებ ახალგაზრდას დაუდასტურდა. 23 აპრილს კორონავირუსი დაუდგინდა ბორჯომის "ცხელების ცენტრში" მყოფ კიდევ ერთ პირს, რომელიც დაწესებულებაში ბაკურიანის საკარანტინო სივრციდან შეიყვანეს.25, 29 და 30 აპრილს COVID-19 დაუდასტურდა ახალციხის "ცხელების ცენტრში" მყოფ სამ პაციენტს, ისინი ახალციხის საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს.შვიდი მაისის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების ექვსი შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან ერთი ადგილობრივია, ხუთი კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრები.[ნუკა სტეფნაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია