შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

11 მაისიდან თბილისში გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მაისი 2020
11 მაისიდან თბილისში გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 07.05.2020 პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან, 11 მაისიდან თბილისში გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა იხსნება, 14 მაისიდან გაიხსნება რუსთავი და გარდაბანი, 18 მაისიდან კი მარნეული. „ჩვენ დღეს შეგვიძლია ეპიდემიოლოგების და ექიმების კარგი შრომის შედეგად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ასე თუ ისე, შედარებით ნორმალური ციფრებიდან გამომდინარე გამოვაცხადოთ, რომ 11 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა თბილისში. მოგეხსენებათ, თბილისი იყო ჩაკეტილი ქალაქი. 11 მაისიდან, ორშაბათიდან თბილისში ყველა სახის შეზღუდვები შემოსვლის და გასვლის თვალსაზრისით იქნება მოხსნილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკომენდანტო საათი იქნება გაუქმებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავში და გარდაბანში“, – განაცხადა გახარიამ.თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში შესვლა და გამოსვლა 15 აპრილს აიკრძალა.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია