შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კომპანიას, რომელიც ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება,სამ მილიონიანი კონტრაქტი ტენდერის გარეშე გაუფორმეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 07 მაისი 2020

თბილისში, საიათნოვას ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოებს კომპანია "ანაგი' ტენდერის გარეშე შეასრულებს. ოპოზიციის ინფორმაციით, "თბილისის განვითარების ფონდი' კი მას სამ მილიონ ლარზე მეტს გადაუხდის.

ხელისუფლების ოპონენტები აღნიშნავენ, რომ ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ფონდის დირექტორმა ალექსანდრე ტოგონიძემ ხელშეკრულება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას მოარგო. "ანაგი" ივანიშვილის ხეების გადატანის პროცესს უზრუნველყოფს.

ოპოზიციონერის ინფორმაციით, ტოგონიძე სხვადასხვა დროს ივანიშვილის სხვადასხვა კომპანიებში მუშაობდა.

"ტოგონიძე, რომელიც ფონდში ჰყავს კალაძეს დანიშნული, საგანგებო სიტუაციის დროს, გაგანია ფორს მაჟორში, როცა ადამიანებს გადაადგილების უფლება არ ჰქონდა, სამი მილიონ 200 ათასი ლარის კონტრაქტი გაუფორმა ბიძინა ივანიშვილის კომპანია "ანაგს", რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხეებს დაატარებს იქით-აქეთ", - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია