შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ზელენსკიმ წერტილი დაუსვა ხელისუფლების სამარცხვინო ისტერიკას"- ოპოზიცია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 მაისი 2020

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნას ქართველი პოლიტიკოსები აფასებენ და აცხადებენ, რომ "სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა გზავნილია ოლიგარქებისთვის".

"ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა როგორც უკრაინისთვის, ისე რეგიონისთვის მათ შორის თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ასევე არის მნიშვნელოვანი გზავნილი პუტინისთვის, რომ რეფორმების ყველაზე მთავარი ლოკომოტივი იქნება მიხეილ სააკაშვილი. არის გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდან რევანშისტული ძალებისთვის. ზელენსკიმ და მისმა გუნდმა, რომელიც რადაში უმრავლესობითაა წერტილი დაუსვა ქართული ოცნებისა და ხელისუფლების სამარცხვინო ისტერიკას. საქართველოს ინტერესების დამაზიანებელ მთელ ამ პერფორმანს, რომელიც მათ მოუწყვეს უკრაინის ხელისუფლებას" - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

"ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ ვინ დაინიშნება უკრაინაში თანამდებობაზე, ეს მხოლოდ ქვეყნის შიდა საქმეა.

"უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ფონზე კიდევ უფრო სამარცხვინოდ წარმოჩინდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწყობილი ისტერიკა, თუ ვის დანიშნავდა უკრაინის ხელისუფკლება სხვადასხვა თანამდებობაზე"- აცხადებს ოთარ კახიძე.

მისი თქმით, ის წარმატებას უსურვებს უკრაინას რეფორმებისა და დასავლურ სამყაროსთან ინტეგრაციის საკითხში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია