კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუ წვიმა გაგრძელდება, არსებობს მდინარე კაბალის ნაპირიდან გადმოსვლის საფრთხე

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 მაისი 2020

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გადაუღებელმა წვიმისა და უხვმა ნალექის შედეგად დაიტბორა 8 სოფელი.

როგორც „კახეთის ხმას“ მერის პირველმა მოადგილემ განუცხადა, თუ წვიმა არ შეწყდება და წყლის დონე არ დაიკლებს, არსებობს მდინარე კაბალის ნაპირიდან გადმოსვლის სერიოზული საფრთხე.

“რაც შეგვიძლია ვაკეთებთ, რომ მუნიციპალიტეტს სტიქიამ სერიოზული ზარალი არ მიაყენოს. მდინარე კაბალზზე უკვე მუშაობს შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები. იმედია, წვიმა აღარ გაგრძელდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მდინარე კაბალი გადმოვიდეს და სერიოზული პრობლემები შექმნას. სტიქიის შედეგად 8 სოფელი – გურგენიანი, ცოდნისკარი, ვარდისუბანი, კართუბანი, გიორგეთი, აფენი, ჭაბუკიანი და ლელიანი დაიტბორა”, – განაცხადა “კახეთის ხმას” ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი ინფორმაციით, ძირითადად დატბორილია საკამიდამო ნაკვეთები და დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და სარდაფები.

მერიაში მოქმედებს ცხელ ხაზი და მოსახლეობას საჭიროოების შემთხვევაში შეუძლიას დარეკოს ტელეფონის შემდეგ ნომერზე: 595 53 46 33

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია