გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

როგორ იხსნა "ვეფხისტყაოსანმა"სიკვდილისაგან გურული ბიჭი- ჭანიეთელი დათუნა სურგულაძის ისტორია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 09 მაისი 2020

როგორ იხსნა "ვეფხისტყაოსანმა"სიკვდილისაგან გურული ბიჭი, ჭანიეთელი დათუნა სურგულაძე გერმანიაში ტყვეთა ბანაკში .

ამ ამბავს, ლიხაურის სკოლის პედაგოგი, სამოქალაქო აქტივისტი ირმა გორდელაძე საკუთარ ფეისბუქ გვერძე აქვეყნებს და წერს რომ ეს ნამდვილი ისტორია დათუნა ბაბუამ მოუყვა წლების წინ:

"დათუნა სურგულაძე პირტიტველა ბიჭი წავიდა დიდ სამამულო ომში.ორი წელი ტყვეთა ბანაკში სიკვდილ-სიცოცხლეს ებრძოდა.გაუსაძლისმა შიმშილმა სძლია და ჭყიპი სიმინდი მოიპარა...ჩაუშვა ზედამხედველმა.შებოჭეს და იმდენი როზგი გამოუწერეს აშკარა სიკვდილი ელოდა.როცა სადამსჯელო საქმეს შეუდგნენ,გერმანელი ოფიცერი შემოსულა ამ დროს.სამი როზგის შემდეგ,დათუნა პაპას დაცდენია ქართულად-"ვაი დედაა".გერმანელ ოფიცერს დაუყურებია და რა ენაზე წარმოთქვი ფრაზაო-უკითხავს.ქართულადო,ქართველი ვარო უთქვია დათუნა ბაბუას.აა,შენ "ვეფხისტყაოსნის"ქვეყნიდან ყოფილხარო-ოფიცერმა და როზგით დასჯა გააუქმა.სასწაულები ხდება.
მერე დათუნა ომიდან დაბრუნდა,ოჯახი შექმნა,გამრავლდა,დიდი მეურნე კაცი იყო.ბოლო ფოტო სწორედ ამის ნიშანია,ხეზე ფუტკრის სკას იღებს.
როცა ომის ისტორიებს იგონებდა,თვალებში ცრემლები უდგებოდა,მხედველობა არ ქონდა ბოლო წლები."

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია