შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ არ მუშაობს ვალების განულების ვებგვერდი - ფონდ "ქართუს" განმარტება

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 დეკემბერი 2018

ვალების განულების ვებგვერდი, vali.ge, რომელიც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დააანონსა, გაშვებას აგვიანებს. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით ვებ-გვერდი 18:00 საათზე უნდა ჩართულიყო, თუმცა ამ დრომდე vali.ge არ მუშაობს.

 ე.წ. შავ სიაში მოხვედრილი მოქალაქეებმა, რომელთაც ბანკის ვალი აქვთ, სწორედ ამ ვებგვერდის საშუალებით უნდა მოახერხონ ვალების განულების პროგრამაში დარეგისტრირება.

ფონდ "ქართუს" გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ჩხეტიანმა, ვებ-გვერდის გაშვების დაგვიანების მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, "ძალიან დიდი მომართვიანობაა და სერვერმა ტრაფიკს ვერ გაუძლო".

"ქართუში“ აცხადებენ, რომ პრობლემა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება.

წყარო: liberali.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია