სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კომენდანტის საათის დარღვევისთვის 83 მოქალაქე დაჯარიმდა

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 მაისი 2020
კომენდანტის საათის დარღვევისთვის 83 მოქალაქე დაჯარიმდა მთავარი → სამართალი 12.05.2020 ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 87 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ, 11 მაისის 21 საათიდან 12 მაისის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 83 მოქალაქე დააჯარიმა.მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 3 პირი დააჯარიმეს.პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის 1 ფაქტი გამოავლინა.მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და „კომენდანტის საათი“ მოქმედებს. მოქალაქეს, რომელიც დაარღვევს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, ხოლო იურიდიულ პირს 15 000 ლარი.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია