შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბიძინას "ტრუბაში" გაგაძვრენთ - გუბაზ სანიკიძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 მაისი 2020

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს და ოლიგარქი რაჭაში ჰესის აშენებას ვერ შეძლებს.

"რაჭა ბიბლიური კიდობანია და ამ კიდობანის დანგრევის უფლება ბიძინა ივანიშვილისთვის კი არა, მურვან ყრუსთვის არ მიგვიცია თავის დროზე... მე პირადად შევაკვდები ამ საქმეს და არ დავუშვებ ამას. ამხანაგო ბიძინა, გამორიცხულია, შენ რაჭაში ვერ ააშენებ იმ ჰესს. მე გაძლევ ამის პირობას რაჭველებთან და დანარჩენ ქართველებთან ერთად. თუ არადა შეგაკვდებით, გაძლევთ ამის პირობას მტერსაც და მოყვარესაც. რაჭაში თქვენ იმ სიმახინჯეს ვერ ააშენებთ - რიონს მილში კი არა "ტრუბაში" ვერ გაატარებთ, შენ გაგატარებთ ბიძინა "ტრუბაში", - ამბობს სანიკიძე.

სანიკიძე, უახლოეს დღეებში, რაჭაში წასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრასაც გეგმავს.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია