კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კახეთში კიდევ 18 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 მაისი 2020

კახეთიდან გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 18 ნიმუშის პასუხი არ იყო ცნობილი.

“კახეთის ხმის” ინფორმაციით, დარჩენილი მასალის შედეგები სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი და არც ერთ შემთხვევაში კორონავირუსი არ დადასტურდა.

გუშინ რეგიონიდან ლუგარის ცენტრში “კოვიდ 19”-ზე, ჯამში, 79 ნიმუში გამოიკვლიეს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სტაბილურია და ამ დრომდე ახალი ვირუსული ინფექციის ლაბორატორიულად დადასტურებული არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება.

თვითიზოლაციაში იმყოფება 33 მოქალაქე. 4 პორი კი მოიხსნა ამ რეჟიმიდან. 11 ლოკაციაზე კარანტინში იმყოფება 440 მოქალაქე. ნიმუშების აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. ლუგარის ლაბორატორიაში ნიმუშები დღესაც გაიგზავნება”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია