შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კუბილიუსი: საქართველოსადმი EU-ს დახმარება მისგან დაპირების შესრულებასთანაა დაკავშირებული

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მაისი 2020

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის, განცხადებით, საქართველო ევროკავშირიდან და სხვა პარტნიორებიდან ახალი კორონავირუსის კრიზისთან გასამკლავებლად 500 000 000 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.

კუბილიუსის განცხადებით, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან. 

"ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ ურთიერთნდობის ატმოსფეროში, რათა დავიცვათ დემოკრატია და მივაღწიოთ ამ მიზნებს. ეს ნდობა შეიძლება, დაეფუძნოს მხოლოდ პროგრესს იმ აღებული ვალდებულებების და დაპირებების შესრულებისა, მათ შორის მათი, რომელზე შეთანხმებაც მიღწეული იქნა 2020 წლის 8 მარტს ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოში", - წერს კუბილიუსი. 

ანდრიუს კუბილიუსის განცხადება

"აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონი ევროპის ნაწილია და რჩება, ევროკავშირის გეოსტრატეგიულ პრიორიტეტად. ევროკავშირმა სწრაფად მიიღო მრავალი ზომა აღმოსავლეთ პარტნიორობის დასახმარებლად Covid-19-ის პანდემიასთან და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებთან ბრძოლაში დასახმარებლად. საერთო ჯამში ევროკავშირი გამოყოფოს 3 მილიარდ ევროზე მეტს მთლიანად ევროკავშირის სამეზობლოსთვის, საიდანაც 962 მილიონი ევრო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე წავა, მათ შორის საქართველოში. 

როგორც ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში, მსურს, რომ ყურადღება გავამახვილო იმ უდიდეს მხარდაჭერაზე, რომელიც აჭარბებს 500 მილიონ ევროს და რომელსაც ევროკავშირი და მისი საერთაშორისო პარტნიორები აძლევენ ადგილზე საქართველოს, რათა მან განახორციელოს რეფორმები, ებრძოლოს Covid-19-ის პანდემიასა და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებს. 

ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმის, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალეობის სფეროებში. ჩვენ კვლავ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, მიაღწიოს უმაღლესი სტანდარტების სასამართლო სისტემას და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც აუცილებელია, რომ დავეხმაროთ საქართველოს და მის ხალხს, რომ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ღია დემოკრატიული მმართველობისგან, ადამიანის უფლებების დაცვისგან, ეკონომიკური ზრდისგან და კეთილდღეობისგან. 

2020 წლის მარტში კრიზისის დასაწყისიდანვე ევროკავშირი იდგა საქართველოს გვერდით. მან დაუყონებლივ დაიწყო გადაუდებელი ჯანდაცვის დახმარება, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერა და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ლიკვიდურობის გაზრდა, ჯამური 90 მილიონი ევროს დახმარებით. საქართველოსთვის გაგზავნილი სამედიცინო დახმარება მოიცავდა ხელოვნური სუნთქვის სავენტილაციო აპარატებს, ლაბორატორიულ ნაკრებს, ნიღბებს და სამედიცინო, უსაფრთხოებისთვის საჭირო აღჭურვას და ასევე სამედიცინო და ლაბორატორიული პერსონალის მომზადებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. მიზნობრივი გრანტები დაეხმარება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, სამოქალაქო საზოგადოებას, განსაკუთრებით მათ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა კრიზისით, სოციალურ მეწარმოებს, სოციალურ სერვისებს და ადამიანის უფლებების დაცვას", - წერს კუბილიუსი. 

"ტაბულა"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია