გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თუ დავკარგავთ ევროკავშირის ან ვაშინგტონის მხარდაჭერას, აღმოვჩნდებით პირისპირ ოკუპანტ სახელმწიფოსთან - ჯაში

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 მაისი 2020

საქართველო თუ ევროკავშირის ნდობასა და მხარდაჭერას დაკარგავს, მაშინ ქვეყანა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩება. ამის შესახებ ფრაქცია ,,დამოუკიდებელი დეპუტატების’’ თავმჯდომარემ, მარიამ ჯანაშმა განაცხადა.

ჯაში “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის არსებულ სიტუაციას “ჩიხში შესვლად” აფასებს და იმ რისკებზე საუბრობს, რაც შეიძლება ოკუპანტ ქვეყანასტან მიმართებაში წარმოიშვას.

„8 მარტის შეთანხმებამ, ჩიხში შეიყვანა ხელისუფლება, როდესაც ევროპარლამენტარები თანმინდევრულად აკრიტიკებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ბუნებრივია ეს დადებითად არ აისახება საქართველოს სახელმწიფოებრიობის ინტერესებზე.

ჩვენ თუ დავკარგავთ ევროკავშირის ნდობას, ან ვაშინგტონის მხარდაჭერას, აღმოვჩნდებით პირისპირ ოკუპანტ სახელმწიფოსთან,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა „მედიაცენტრ მთავარში.“

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია