აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 250 000 დოლარის ღირებულების თავდაცვითი აღჭურვილობები აჩუქა ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, DTRA-მ უწყებას სახის დამცავი 2150 ფარი, 1500 ლიტრი სადეზინფექციო სითხე, 12 260 რესპირატორი (N95), 576 თერმომეტრი და 12 260 თეთრი ერთჯერადი დამცავი სამოსი "Tyvek", დამცავი ხელთათმანები, ქუდები და ბახილები გადასცა.
ამერიკის მიერ გადმოცემული საჩუქრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფზე განაწილდება: სასაზღვრო პოლიცია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი.