შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მნიშვნელოვანი წინსვლაა"- კუბილიუსი შეწყალებაზე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 მაისი 2020

ევროპარლამენტარი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე 

ანდრიუს კუბილიუსი გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

„მნიშვნელოვანი წინსვლა საქართველოში. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერი შეიწყალა, თბილისი ყოფილი მერი, გიგი უგულავა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს“,-წერს ანდრიუს კუბილიუსი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება თავად პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია