შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"თალაკვაძე- კობახიძე თანამედროვე "სიკო და ნიკოა"- "ოცნება"კი, კინტოების კლასტერი"

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 14 მაისი 2020

"ხელისუფლებას თუ საარჩევნო სისტემის ჩაშლა აქვს გადაწყვეტილი, აუცილებლად ჩაშლის და წავა გაყალბები გზით, რათა ხელისუფლებაში კვლავ დარჩეს."-  ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ამასთანავე ლეიბორისტმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან „თამაში არ შეიძლება, ვინც წაეთამაშა, ყველამ ცუდად დაამთავრა“.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები  8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის გამო,  გიორგი გუგავამ  უმრავლესობის ლიდერები - არჩილ თალაკვაძე  და ირაკლი კობახიძე ცნობილი ქართული ფილმის - „ქეთო და კოტე“-ს უკვდავ პერსონაჟებს - სიკოსა და ნიკოს შეადარა. 

"ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც განცხდებებს აკეთებენ, მათი არც ნდობა შეიძლება და არც სერიოზულად აღქმა.

პანდემიამ შემოიტანა  ტერმინოლოგია კლასტერი, მე-19 ე საუკუნეში კი არსებობდა კინტოების კლასტერი, რომლებიც თავიანთი ოინბაზობით, თაღლითობითა და  ქურდბაცაცობით გამოირჩეოდნენ.  სწორედ ასეთი კინტოების კლასტერს წარმოადგენს დღევანდელი ხელისუფლება.

მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმ დადებულ ხელშეკრულებებს, შეთანხმებებს, რომლებიც წერილობითაც გაფორმდა ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლების, ელჩების თანდასწრებით.

ხელისუფლების წარმომადგენლები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

რიშს, კუბილიუს და ელჩებს,  "ნაციონალობას" რომ დააბრალებ, ეს საღ აზრთან კავშირში არ არის. ეს არის განწირულის კნავილი და უტიფრობის ზეიმი.

ესეთი ქცევები კინტოებს ჩვეოდათ და ასეთი ქცევებით  გამოირჩევა ხელისუფლებაც. სიკოსა  და  ნიკოს კი გვანან ეს  კობახიძე და თალაკვაძე, რომ გამოდიან და განცხადებებს აკეთებენ.

მათ ხელში, გამოდის, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში აღქმული ვართ, როგორც თაღლითების სახელმწიფო. ჩვენი მოკავშირეები იმ პირობის შესრულებას ითხოვენ, რომელიც დადეს."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია