გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ხმები არ გვყოფნის, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ოპოზიციის მხარდაჭერა იქნება საჭირო" - "ქართული ოცნება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 15 მაისი 2020

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ოპოზიციის მხარდაჭერა დასჭირდებათ.

პარლამენტის ვიცესპიკერის, გიორგი კახიანის თქმით, მმართველ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად ხმები არ ჰყოფნის.

"ქართული ოცნების" დეპუტატი ოპონენტებს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

"საკონსტიტუციო ცვლილებებს ექნება ხელისუფლების მხრიდან სრული მხარდაჭერა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, რომ კონსტიტუციური ცვლილება განხორციელდეს. ამას რა თქმა უნდა, სჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერაც. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის მხრიდან მხარდაჭერა არ იქნება, ცხადია, ეს იქნება მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ისინი არ არიან მზად, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღოთ", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ოპოზიციის თქმით, რვა მარტის შეთანხმებას ორი ნაწილი აქვს და თუ ივანიშვილის გუნდი პოლიტპატიმრებს ციხიდან არ გამოუშვებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მათი მხარდაჭერა არ ექნება და ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია