კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო, თუმცა, ვებგვერდი არ მუშაობს.
"მთავარ არხს" მოქალაქეები უყვებიან, რომ რეგისტრაცია დღეიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მონაცემების შეყვანას ვერ ახერხებენ. კომპენსაციის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე მითითებული ბმულიდან უნდა გაიარონ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, კომპენსაციების მიმღებ პირთა რეგისტრაციის პროცესი დღეს დაიწყო და პირველ ივლისამდე გაგრძელდება.