შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საჭირო არ არის გაჯიქება... რურუა უნდა გათავისუფლდეს, წერტილი"- გიგი უგულავა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 მაისი 2020

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, "გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს, წერტილი, როგორც მათ უყვართ".

მისი თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, მოსწონს თუ არა გიორგი რურუა ვინმეს, მის მიმართ წარმოებული საქმე არის შეთითხნილი.

" პოლიტიკურად მოტივირებული და ის უნდა გათავისუფლდეს, წერტილი, როგორც მათ უყვართ და ამ შემთხვევაში წერტილი მართლაც დაესმება. საჭირო არ არის გაჯიქება და ბაქი-ბუქი. საკუთარ სიტყვებს უნდა სცენ პატივი, იმიტომ, რომ ისინი დღეს, ინსტიტუტებს წარმოადგენენ. მე, გახარია არაფერში არ მანაღვლებს, მაგრამ ის დღეს, პრემიერ-მინისტრია და როგორც პრემიერ-მინისტრს, მის სიტყვას ფასი უნდა ჰქონდეს, ამ ფასს მისი უმრავლესობა უნდა უფრთხილდებოდეს, პირველ რიგში, რომელმაც ასე აბუჩად აიგდო და რაღაც სამსახარაოდ გამოიყვანა“, - განაცხადა უგულავამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. შესაბამისად, ადვოკატის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია