შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვეს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 მაისი 2020

გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა მისი გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა. პროცესი ამ წუთებშიც გრძელდება და მას ოპოზიციური პარტიების წევრები ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით ედავებიან, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ოპოზიციური პარტიებისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გიორგი რურუა პოლიტპატიმარია და ის  უნდა გათავისუფლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში 8 მარტის შეთანხმება სესრულებული ვერ იქნება. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია