გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

" მინისტრის გამოცვლას სჯობს კაბელი გამოცვალო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 დეკემბერი 2018

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ბოკერიას თქმით, ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გუნდმა შეიყვანა და აღნიშნულ ცვლილებებს სერიოზულად არავინ განიხილავს.

"ძველი და უკვე გაცვეთილი ანეკდოტია, მინისტრის გამოცვლას ჯობია კაბელი გამოცვალოო. აი, ამას მაგონებს ეს ყველაფერი. სერიოზულად არავინ არ განიხილავს ამ გადაადგილებებს. ჩვენ ღრმა პოლიტიკურ კრიზისში ვართ, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილის გუნდმა. განსაკუთრებით ბოლო არჩევნებით, როცა პირდაპირ მიაყენეს შეურაცხყოფა საქართველოს მოქალაქეებს იმით, რა ფორმითაც ის ჩატარდა. აქედან გამოსვლის გზაზე აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო სისტემის შეცვლა, შემდგომში ერთპიროვნული მმართველობის დემოკრატიული გზით დამთავრება და ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დაყენება" - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია