სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

იაფი აგროდიზელის შესაძენად სამცხე-ჯავახეთში სამი ბენზინგასამართი სადგურია

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 20 მაისი 2020
იაფი აგროდიზელის შესაძენად სამცხე-ჯავახეთში სამი ბენზინგასამართი სადგურია მთავარი → სიახლე, საზოგადოება 20.05.2020 ფერმერებს, სახელმწიფო სუბსიდიით გათვალისწინებული, იაფი დიზელის შეძენა მხოლოდ „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურებზე შეეძლებათ. ასეთი სადგური კი სამცხე-ჯავახეთში მხოლოდ ახალციხეში, ბორჯომსა და ბაკურიანშია. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, ფერმერები აგრო დიზელს ერთი ლარით ნაკლები ღირებულებით შეიძენენ, თუმცა ის ფაქტი, რომ შეღავათი მხოლოდ „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზე ვრცელდება, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებელებს პრობლემას უქმნის. უფრო კონკრეტულად, „სოკარს“ ერთი ბენზინგასამართი სადგური ახალციხეში, ერთი ბორჯომში, ერთი კი ბაკურიანში აქვს. ამის შესახებ ფერმერებმა კითხვა 20 მაისს, სოფლის მეურნოების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე დასვევს: „[სადგური] არ არის არც ნინოწმინდაში, არც ახალქალაქში და არც ასპინძაში და იქიდან 10 ლიტრის გამო ხომ ვერ ჩამოვალ?! ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ?“, - იკითხა შეხვედრაზე ერთ-ერთმა ფერმერმა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე კაპანაძემ კი უპასუხა, რომ ასეთი პრობლემა თავად „სოკარმა“ უნდა მოაგვაროს და მათ კომპეტენციას სცილდება: „მაგ შემთხვევაში გამოსავალი არ გვქვს, ყველა ვარიანტში „სოკარს“ უნდა მივმართოთ, რადგან მას აქვს კონსოლიდირებული ტენდერი მოგებული“.ამასტან კაპანაძემ რეგიონის ფერმერებს დღეს ანტიკრიზისული გეგმა გეგმა გააცნო. შეხვედრაზე სოფლის წარმომადგენლებს კითხვები ძირითადად შეღავათების მიღების პროცედურებთან დაკავშრებით ჰქონდათ. სოფლის მეურნეობის ანტიკრიზიული გეგმის მიხედვით საკუთრებაში არსებულ 1 ჰექტარ მიწაზე მცირემიწიან ფერმერს შეუძლია მიიღოს 150 ლიტრ დიზელზე 1 ლარიანი ფასდაკლება. [რობი ზარიძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია