სამცხე-ჯავახეთი
22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოიხსნება
პოლიტიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
21 მაისი 2020
საქართველოს პრემიერ-მინისტრის,
გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად
გაუქმდება კომენდანტის საათიც.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის
დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების
მიუხედავად, ზოგიერთი შეზღუდვა მაინც შენარჩუნდეს. შესაბამისი კანონის
მიღებაზე საქართველოს პარლამენტი უკვე მუშაობს.
ქვეყანაში კომენდანტის საათი 31 მარტიდან მოქმედებს, საგანგებო
მდგომარეობა კი 21 მარტს გამოცხადდა.