შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

23 მაისიდან კომენდანტის საათი უქმდება

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 მაისი 2020

23 მაისიდან საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად, კომენდანტის საათიც მოიხსნება - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანა, ნელ-ნელა, რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად, ცხოვრების ნორმალურს წესს დაუბრუნდეს. მივიღეთ გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, აღარ გაგრძელდეს კომენდანტის საათი, - განაცხადა გახარიამ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია